საზოგადოება
ახალქალაქის სოფელი მაჭატია მეორედ დაისეტყვა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჭატია წელს უკვე მეორედ დაისეტყვა. 7 აგვისტოს, საღამოს მოსულმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ნათესები მნიშვნელოვნად დააზიანა.

სოფელ მაჭატიაში ახალქალაქის მერის წარმომადგენლის საშა ჰოვაკანიანის თქმით, ნათესების დაახლოებით 40%-ია დაზიანებული.

„საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, წინა ჯერზე სუსტი იყო, მაგრამ ნათესების დაზიანება მოახერხა. ბოლო პერიოდში კარტოფილის ყანები გარკვეულწილად გამოკეთდა, მაგრამ მარცვლეულის მინდვრები მთლიანად განადგურებულია. მოსავალი ერთ თვეში უკვე მეორედ დაზიანდა. ჩემი აზრით, მოსავლის 40 პროცენტია გაფუჭებული“, - აცხადებს სოფელ მაჭატიას წარმომადგენელი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გასულ თვეებში არაერთხელ დაისეტყვა. ძლიერმა სტიქიამ დააზიანა ხეხილი, ნარგავები, სახლის სახურავები და ინფრასტრუქტურა.

Jnews.ge
| Print |