საზოგადოება
ახალციხეში აგვისტოს ომის დროს დაღუპული პირები გაიხსენეს

ახალციხეში აგვისტოს ომის 14 წლისთავი და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ახალციხის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ადგილობრივები გაიხსენეს.

აგვისტოში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი მეომარი დაიღუპა. ადიგენიდან – ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი და დევი ჩადუნელი; ახალციხიდან – ანზორ გელდიაშვილი; ასპინძის სოფელ მირაშხნიდან – ტარიელ ქამაშიძე; ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან – თამაზ მელიქიძე.
| Print |
თეგები: აგვისტოს ომი /