საზოგადოება
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი ადიგენშიც მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ადიგენშიც გაიხსენეს. მეომრების ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, დაღუპულებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მემორიალთან შეკრებილებს ადიგენის მერმა სიტყვით მიმართა და მეომრების ოჯახებს, რომლებიც სამშობლოს რუსეთის აგრესიისგან იცავდნენ, მადლობა გადაუხადა.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სამი მეომარი დაიღუპა - არტემ ბალახაშვილი, დევი ჩადუნელი და ალექსანდრე ზაზაშვილი. მათ მშობლიურ რაიონში სამივე გმირის სახელობის ქუჩა არსებობს.
| Print |