საზოგადოება
ახალციხეში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

10 აგვისტოს 08:00-დან 09:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, წინუბანში, გურკელში, წრიოხში, მუგარეთსა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, გვარამაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |