საზოგადოება
სასაფლაოზე, ავარიულ "ფიცრულში" მცხოვრები 6-სულიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოზე მდებარე ფიცრულ სახლში, რომელსაც კარ-ფანჯარა და სახურავი არ აქვს, მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. მაღლაკელიძეები სოფელ ვარხანში ზესტაფონდან 8 წლის წინ გადმოვიდნენ. ამ მიზეზით 6 სულიანი ოჯახი ადიგენის მერიისგან დახმარებით ვერ სარგებლობს, თუმცა მათი ერთადერთი საფიქრალი ამ ეტაპზე სახლია, სადაც ოჯახის ყველა წევრი უსაფრთხოდ დაძინებას შეძლებს.
| Print |