საზოგადოება
გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად ისევ მიმდინარეობს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გზაზე გადაადგილება მაინც სცადეს, თუმცა მათ უკან დაბრუნება ან ლოდინი მოუწიათ.

| Print |