საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

19 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, ტყემლანაში, თისელსა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში, ჟდანოვკაში, ეფრემოვკაში, სამებასა და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, ნალბანდიანის, თავისუფლების, ჯავახეთის, რუსთაველის, ცეტკინის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |