საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძე საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

ბერდია ჯოხაძე ქაშუეთის ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დღეს საღამოს 8 საათამდე გაიმართება.

ჯოხაძე ხერსონის ოლქთან იბრძოდა, სადაც ერთ-ერთი დაბომბვისას ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ქართველ მებრძოლს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა, რა დროსაც მოიწამლა.

მებრძოლი სამკურნალოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ინტოქსიკაციით გამოწვეული გართულებების შედეგად, ის 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

"მთავარი არხი"
| Print |