საზოგადოება
მაშველებმა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დვირის თემში მერის წამომადგენლის გურამ მაისურაძის თქმით, ცეცხლი დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის შენიშნეს. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. გურამ მაისურაძის თქმით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია.

მაისურაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია და საშიშროება აღარ არსებობს.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი’’

ფოტო: ნინო ტაბატაძე.

| Print |