საზოგადოება
მცხეთის მახარობელი და XV ს-ის მეფის დოკუმენტის შემდგენი - ივანიძეების ისტორია
ქართული გვარები ივანაძე, ივანიძე და ვანიძე ერთი და იმავე გვარად ჩანან. ფუძედ კი გამოყენებულია სახელი ივანე, იოანე, რაც ებრაულად უფლის წყალობას ნიშნავს.

გვარის წარმომადგენლები ისტორიულ დოკუმენტებში მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანან. 1492 წელს მცხეთის "შეწირულების დამტიცების სიგელში" მოხსენიებულია მახარობელი ივანიასძე, საიდანაც ირკვევა, რომ მეფე კონტანტინესგან კათოლიკოს აბრაჰამ მეორესთვის გაგზავნილი სიგელი, არმაზის ივანიასძეს დაუწერია.

"დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათხუთმეტესა, ქორონიკონსა რპ, ხელითა არმაზის ივანიასძისა მცხეთის ქადაგის მახარებლისათა".

ძველად საქართველოში ივანობის თვეც კი ყოფილა. ამბობდნენ, „მაისის წვიმა ოქროა და ივანობისა - ვერცხლი, კვირიკობის თვისა - მდუღარე და აგვისტოსი - ცეცხლიო“.

ივანიძეები მესხეთში, ასპინძის სოფელ დადეშში ცხოვრობდნენ. დღეისათვის აქ ნასოფლარია. ქართლში იყვნენ ივანაურები, ფშავში – ივანიშვილები.

გადმოცემა, რომელიც გამოკვლევა-დადასტურებას საჭიროებს, შუახევის სოფელ ჯამნაძეებში მყოფ ივანაძეებზე გვიამბობს. ისინი თითქოს გურიიდან გადმოხვეწილ იმ კაცის შთამომავლები არიან, რომელსაც ივანე ერქვა. მისი მემკვიდრეები დაეწერნენ, როგორც ივანაძეები, ხოლო ივანეს ძმის - ზოსიმესგან ზოსიძეებს მიეცათ დასაბამი. 

2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 570 ივანიძე ცხოვრობდა. აქედან ასპინძაში - 446, ახალციხეში - 249, თბილისში - 292. არიან სხვაგანაც.

წყარო: old.tbiliselebi.ge


ასევე ნახეთ:
| Print |