საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ ტყეში გუშინ, 19 აგვისტოს გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე, არ არის დადგენილი რა ფართობი მოიცვა ცეცხლმა.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლის სრულად ჩაქრობას სავარაუდოდ ქარი აფერხებს.
| Print |