საზოგადოება
ტაო-კლარჯეთში გამართულ "სათავეს ფესტვალში" პირველად ახალციხელებიც ჩაერთვნენ

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, შავშეთის მთებში "სათავეს ფესტივალი" გაიმართა.
23-ედ გამართულ იმერხეველების სახალხო დღესასწაულზე პირველად ახალციხელებიც ჩაერთვნენ. ქართული სიმღერა კვარტეტმა "ძმანო"-მ ააჟღერა. ღონისძიებაში მათი მონაწილეობა საინიციატივო ჯგუფმა დააორგანიზა, რომლის წევრები ზურაბ მაღრაძე, დათო დგებუაძე და ვარლამ ცეკვავაა.

"სათავეს ფესტივალი" დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, შავშეთის მთებში ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობას ძირითადად ადგილობრივი იმერხეველები იღებენ. ღონისძიებაში ერთვებიან ისინიც, ვინც ოდესღაც იმერხევში ცხოვრობდა. ფესტივალში ჩართულია მთავრობაც.შავშეთი სამხრეთით უშუალოდ აჭარას ესაზღვრება. 1547 წელს ტერიტორია თურქებმა დაიპყრეს, ხოლო 1878 წელს რუსეთმა შეიერთა. შემდგომ აქ კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. შავშეთის ნაწილი იყო იმერხევი. ქართული მეტყველება დღეს ძირითადად აქ არის შემორჩენილი. 1907-1908 წლების სტატისტიკური მონაცემებით იმერხევში ქართველების რაოდენობა 6896 კაცი იყო.

ფოტო: ზურაბ მაღრაძე
| Print |