საზოგადოება
ბორჯომის ტყეში ხანძარი გაძლიერდა
სოფელ ქვაბისხევთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლის სალიკვიდიაციო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. პროცესში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, თუმცა რამდენიმე საათია ცეცხლის კერაზე წყალი არ დაუსხამს.

ადგილიბრივები ამბობენ, რომ სამი დღის წინ შენიშნეს დაკვამლიანება და მაშინვე შეატყობინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. უწყების ინფორმაციით, "რთული კლდოვანი რელიეფის გამო, ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული".

პირველადი ინფორმაციით, იწვის რამდენიმე ჰექტარი ტყე.
| Print |