საზოგადოება
ირაკლი ერეკლიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ირაკლი ერეკლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას 6 წელია, რაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია დაუდგინდა, რის გამოც ამ ხნის მანძილზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (დიალეზზე) იმყოფება.

ზოგად მდგომარეობას ამძიმებს თანმხლები დაავადებები : გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2). აღნიშნული დაავადებების გამო აუცილებელია მუდმივად მედიკამენტების მიღება.

ბოლო გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ დიალეზის პროგრამა არ არის საკმარისი და თირკმლის ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

ფრანგი ნეფროლოგების დასკვნით, სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა თირკმლის ტრანსპლანტაციაა უმოკლეს ვადაში.

ამ ეტაპზე მკურნალობას გადის საფრანგეთში, თუმცა ტრანსპლანტაცია უნდა ჩატარდეს თურქეთში.

აღნიშნული ოპერაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ამჟამად ოჯახს არ აქვს.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ქვემოთ მითითებულ ანგარიშებზე ჩარიცხოთ.

ანგარიშის ნომერი :

საქართველოს ბანკი :
GE94BG0000000537697278

თიბისი ბანკი :
GE15TB7163636010100033
პირადი ნომერი :
47001018929
მიმღები : მაია ხმალაძე
| Print |