საზოგადოება
ბორჯომში მინისტრებს ელოდებიან
ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური და ჯუანშერ ბურჭულაძე ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობიან.

ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფისა და ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ტყე იწვის. ხანძარი თავდაპირველად სოფელ ზორეთის მიდებარედ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება ვერ მოახერხეს. მესამე დღეს ახალი კერები გაჩნდა და ცეცხლი სოფელ დგვარის მიმდებარე ტყეს მოედო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო
| Print |