საზოგადოება
სიტუაციას ართულებს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი ნიადაგი და სწრაფი აალება - ბორჯომის მერი
ბორჯომის მერის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი უშლის ხელს.

,,პრემიერის დავალებით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული. სიტუაციას ართულებს ის გარემოება რომ არის მაღალი ტემპერატურა, სრულიად გამომშრალია ნიადაგი ტყეში და ხდება სწრაფი აალება და გავრცელება ხანძრის კერების. მაქსიმალური ჩართულობაა იმისათვის, რომ მოხდეს ლოკალიზება აღნიშნული ხანძრის კერების," - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის ადგილები მათი საარსებო წყარო იყო, რადგან იყენებდნენ საძოვრებისთვის და შეშის მოსავლის ასაღებად. ბორჯომის სოფლებში არ გამორიცხავენ, რომ ამინდთან ერთად ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადამიანის დაუდევრობა იყოს.

პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
| Print |