საზოგადოება
როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ახალციხეში ხანძრის გამო გათიშულ ქუჩებს?

ახალციხეში ნინოშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის გამო გათიშული ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 40 წუთში აღდგება. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ტრანსფორმატორი ჩამოიტანეს, რომელსაც ძველის ნაცვლად დაამონტაჟებენ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროსადენების გამანაწილებელ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ.
| Print |