საზოგადოება
მოხალისეები მეხანძრეებისთვის თანხის შეგროვებას იწყებენ
ახალციხელი მოხალისეები მეხანძრე-მაშველებისთვის წყლის და საკვების შესაძენად თანხის შეგროვებას იწყებენ.

ამის შესახებ თემო სანდროშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით დილით ადგილზე მისულები, სტიქიის ზონაში რთული რელიეფის გამო არ შეუშვეს.

"მეგობრებო, ამ წამს, ვბრუნდებით უკან შტაბიდან.

ფიზიკურად დახმარებაზე უარი გვითხრეს, რთული და საშიში რელიეფის გამო, ამიტომ გადავწყვიტეთ, შევაგროვოთ თანხები და ყოველ დღე მოვუზიდოთ საკვები და სასმელი წყალი.

TBC ანგარიშის ნომერი:

GE41TB7676445061100081

მიმღები თეიმურაზ სანდროშვილი.

დანიშნულებაში მიუთითეთ "დასახმარებლად"
- წერს თემო სანდროშვილი სოციალურ ქსელში.
| Print |