საზოგადოება
"მარტო მაშველები მეცოდებიან, დანარჩენები ჩეროში წვანან"- ადგილობრივი

უკვე მეშვიდე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქრობის პროცესი დროულად დაიწყეს, თუმცა მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრება აქვს.

მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გვიან დაიწყეს, ასევე დაგვიანდა ვერტმფრენების და თვითმფრინავის ჩართვაც. სწორედ დაგვიანებული რეაგირების გამო გაუჭირდათ ხანძრის ლიკვიდირება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი პირველად 19 აგვისტოს, ზორეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. გუშინ, 24 აგვისტოს კი სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთნენ. ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
| Print |