საზოგადოება
სოფელ თისელთან მისასვლელი გზა სამართალდამცავებმა გადაკეტეს
დღეს, აწყურთან, სოფელ თისელში მისასვლელი გზა სამართალდამცავებმა გადაკეტეს. სოფელში შესვლის უფლება მხოლოდ ადგილობრივებს აქვთ. გზის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად ვიწრო გზა და სახანძრო ტექნიკის გადაადგილების შეფერხება სახელდება. შესაბამისად ფერხდება ხანძრის ქრობის პროცესიც.

გარდა ამისა სოფელ თისელთან და აწყურთან რამდენიმე კილომეტრში გაჩნდა ხანძრის ახალი კერები, დაიწვა ადგილობრივების სათიბები და საძოვრები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სოფელში გადის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მთავარი გამანაწილებელი მილსადენი. სტრატეგიული ობიექტის გარშემო ხანძრის გაჩენისთანავე პრევენციისთვის თხრილები გაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სიმშვიდეა და ხანძრის გავრცელების საფრთხე სოფელში არ არსებობს.

| Print |