საზოგადოება
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ნაწილი დროებით შევიწროვდება
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ნაწილი დროებით შევიწროვდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯავახავტოგზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე აწარმოებს ამორტიზებული რკინა-ბეტონის პარაპეტების შეცვლის სამუშაოებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით, პერიოდულად შევიწროვდება ერთ სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 31 აგვისტოს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 1 სექტემბერს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე"
-ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |