საზოგადოება
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ახალ კერას, ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი აქრობს

ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ახალ კერას, ცოცხალი ძალა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქრობს. ამის შესახებ ინფორმაცია "მეცხრე არხს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს, დღეს დაახლოებით 13:00 საათზე გაჩნდა.
| Print |