საზოგადოება
ანტონ ობოლაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ანტონ ობოლაშვილი ბორჯომში ჩავიდა. დეპუტატი ხანძრის სალიკვიდაციო შტაბში მივიდა.

"ახალი ცეცხლის კერა სრულად კონტროლის ქვეშაა, მობილიზებულია 500-მდე ადამიანი ცოცხალი ძალა, მიმდინარეობს ხანძრის კერების დამუშავება"- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

დეპუტატმა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა. ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.
| Print |