საზოგადოება
სექტემბერში მთავრობას საწვავი გაუიაფდა
სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობა საწვავს იმაზე უფრო იაფად შეისყიდის, ვიდრე ეს აგვისტოს განმავლობაში იყო. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის სექტემბერში ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს მთავრობა 3,23 ლარად შეისყიდის, მაშინ როცა აგვისტოში მთავრობამ 3,82 ლარი გადაიხადა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს. ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის შესასყიდი ღირებულება 2,93 ლარია. აგვისტოში შესყიდვის ფასი 3,51 ლარი იყო. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რომპეტროლ საქართველოა“. რაც შეეხება ევრორეგულარს, მისი ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2,92 ლარია, მაშინ როცა წინა თვეს ეს მაჩვენებელი 3,47 ლარზე იყო. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე საქართველოში საწვავის ღირებულება საშუალოდ 40 თეთრით შემცირდა.
| Print |