საზოგადოება
ნანა ზუბაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს
სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურს ნანა ზუბაშვილი აღარ ხელმძღვანელობს. მან პოზიცია პირველი სექტემბრიდან, საკუთარი სურვილით დატოვა. „მეცხრე არხთან“ თქვა, რომ სამოქალაქო სექტორში ბრუნდება.

ამ ეტაპზე, სააგენტოს უფროსის მოვალეობას მოადგილე მამუკა თამარაძე ასრულებს. ნანა ზუბაშვილის თქმით, ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად სავარაუდოდ, კონკურსი გამოცხადდება.

„პროექტები დამიმტკიცდა, ახლა ჰოლანდიაში მივფრინავ, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვამჯობინე მუშაობის გაგრძელება“, - გვითხრა ნანა ზუბაშვილმა. ის სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსად 2015 წლის აპრილში დაინიშნა.
| Print |