საზოგადოება
ახალქალაქში ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ

ახალქალაქში დაარსებიდან 958 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დღესასწაულის აღნიშვნა ხას ბახჩას ქალაქის ბაღში დაიწყო. 
ადგილობრივი გამოცემა jnews.ge -ის ინფორმაციით, ხას ბახჩას საქალაქო ბაღი დილიდანვე ფოთლებისა და ნამსხვრევებისგან გაიწმინდა. ბაღში, სხვადასხვა ადგილას ახალქალაქის გერბის ფერებში დროშები და ბურთები ჩამოკიდეს. სტენდებზე სპორტსმენების ფოტოებით დაკიდეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ქოეროგრაფიული და ვოკალური ანსამბლები.
ქალაქის ცენტრსა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული კერძებია წარმოდგენილი. ბაღში მიმდინარეობს საბავშვო - გასართობი ღონისძიებები. ქალაქის დღის ოფიციალური გახსნა 13:00 საათზე გაიმართა. ღონისძიება 21:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.
| Print |