საზოგადოება
ასობით ტრაილერი "კარწახის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან დგას

ასობით ტრაილერი და ცალმხრივად დაკავებული ცენტრალური გზა - ასეთია ვითარება ახალქალაქიდან კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე. სატვირთო ავტომობილების რიგი სოფელ ჩამძვრალასთან იწყება და თურქეთის საზღვრამდე გრძელდება.მძღოლები ამბობენ, რომ არ იციან რატომ გააჩერეს. მათ რამდენიმე დღის გატარება ავტომობილებში უწევთ. ამბობენ, რომ არ აქვთ წყალი, ახლომახლო არც სველი წერტილი და მაღაზიაა.

ძირითადად, რუსული და ბელარუსული ავტომობილებია, რომლებსაც საქართველოს გავლით ტვირთი თურქეთში მიაქვთ. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობს შეუფერხებლად, სრული დატვირთვით და საბაჟო პროცედურები არ ჭიანურდება.

კილომეტრიანი რიგის მიზეზი კი გაზრდილი ტვირთნაკადია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრანზიტულ ავტომობილებს რამდენიმე დღიანი ლოდინი უწევთ. ხშირად, საბაჟოსთან შექმნილი საცობის და რიგის გამო, სატვირთო ავტომობილებს აჩერებენ ახალციხეშიც.
| Print |