საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ახალციხის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების ორგანიზებით, რაბათის დასახლებაში ხელმოწერები შეაგროვა და ახალციხის მერს, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ორი ღია საკანალიზაციო არხის მოწესრიგება, ამასთანავე, ქალაქის რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა.

მათივე განცხადებით, ანტისანიტარიისა და აუტანელი სუნის გამო გაუსაძლისია ხარისჭირაშვილის და ყაზბეგის ქუჩების მცხოვრებლების მდგომარეობა, განსაკუთრებით ზაფხულში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ახალციხის მერიას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ავარიული ხიდი გამაგრების, დაზიანებული საკანალიზაციო არხების დახურვის და კანალიზაციის ცენტრალურ სისტემასთან მიერთების მოთხოვნითაც მიმართავს.
| Print |