საზოგადოება
ადიგენის სოფელ ვარხანში, ერთ მისამართზე, 200-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული

ადიგენის სოფელ ვარხანში, ერთ მისამართზე, 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. შპს-ებს და ინდმეწარმეებს, საკუთარ სახლში, მანუჩარ ჭაღიაშვილი არეგისტრირებს. 2022 წელს, მან 212 რუსულ კომპანიას უფლება მისცა, რომ მისი მისამართი გამოეყენებინათ.

მეპატრონე მანუჩარ ჭაღიაშვილი აქ არ ცხოვრობს, მეზობლები ამბობენ, რომ სოფელში იშვიათად ჩამოდის. რუსული ბიზნესის რეგისტრაცია კი მისი შემოსავლის წყაროა.

სანქციებს გამოქცეული კომპანიების რეგისტრაცია საქმიანობად აქცია ახალციხის სოფელ აბში უჩა ყურმაშვილმა, რომელმაც მიწის ნაკვეთზე 324 კომპანია დაარეგისტრირა და ადიგენის სოფელ უნწაში სიმონ აკოფაშვილმა, რომელმაც სასაფლაოს გვერდით ტერიტორიაზე 404 კომპანია დაარეგისტრირა.

| Print |