საზოგადოება
საქართველოში ჰიგიენური საშუალებები გაძვირდა
2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჰიგიენური საშუალებების ფასმა, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა, მედიკამენტებმა კი დაიკლო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირადი ჰიგიენის ნაწარმმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 34,59%-ით მოიმატა, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 12,55% იყო.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,30%-ით არის მომატებული, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით - 2,82%-ით კლება ფიქსირდებოდა. 

რაც შეეხება კონკრეტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასი შემდეგ პროდუქციაზე გაიზარდა:
  • სარეცხი საპონი - 35,11%
  • ტუალეტის საპონი - 17,86%
  • დეოდორანტების - 20,15%
  • სახის საცხი - 21,35%;
  • ბავშვის ჰიგიენური საფენები - 15,76%.
  • ტუალეტის ქაღალდი - 15.52%;
  • შამპუნი - 16,85%;
  • თმის საღებავი - 10,18%;
  • სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები - 11.17%;

ფრჩხილის ლაქის ფასის შემთხვევაში - 0,09%-იანი კლება ფიქსირდება.

რაც შეეხება სხვა ნაწარმს, ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებების ფასი ამავე პერიოდში მომატებულია 9,77%-ით; ქაღალდის ხელსახოცები - 7,42%-ით; მტვრის საწმენდი ტილოები - 11,24%-ით. საპარსი პირი - 3,22%-ით; კბილის ჯაგრისი - 4,77%-ით; საპარსი კრემი - 7,32%-ით; კბილის პასტა - 3,21%-ით; ტუჩის საცხი - 0,95%-ით; ერთჯერადი ცხვირსახოცი - 10,13%-თ.


„ინტერპრესნიუსი“
| Print |