საზოგადოება
ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

16 სექტემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყვიბისი, ახალდაბა, ცემი, ბეშეთი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელბში: ურაველი, მუსხი, მინაძე, წყორძა, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |