საზოგადოება
ახალციხეში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. თარიღი ახალციხეშიც აღნიშნეს. მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეებმა დროშებითა და პლაკატებით მსვლელობა გამართეს და ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. სკოლის მოსწავლეებმა მსურველებს საღებავებით დროშები დაახატეს.

ეს დღე რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აღნიშნეს. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ახორციელებს PH international. 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს გამოაცხადა. "პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში", - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი.

ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული "გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის".
| Print |