საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტთან რუსეთის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე ავტომობილი დგას
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება.

ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ და ზემო ლარსის საგუშაგოს გასავლელად თავის რიგს ელოდებიან“, - განაცხადეს პრესსამსახურში.


"ინტერპრესნიუსი"
| Print |