საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში აფხაზეთის გმირები გაიხსენეს
დღეს, 27 სექტემბერს, ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა სოხუმის დაცემის დღე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ახალციხის ცენტრალურ პარკში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით და გვირვინებით შეამკეს.
გმირთა მემორიალი სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

1992-1993 წლებში სამცხე-ჯავახეთიდან, აფხაზეთის ომში 700 მებრძოლი წავიდა, მათგან 14 დაიღუპა.
აფხაზეთის ომმა 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია, ხუთი პირი უგზო-უკვალოდ დაიკარგა და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.
1993 წლის 27 სექტემბერს, ომი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებულ ძალების მარცხით დასრულდა.
| Print |