საზოგადოება
მწვანე ბარათზე რეგისტრაცია იწყება
მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

მწვანე ბარათზე რეგისტრაცია 5 ოქტობერს 20:00-ზე დაიწყება. რეგისტრაცია თითქმირს ერთი თვე გაგრძელდება და 8 ნოემბერს 20:00-ზე დასრულდება.

რეგისტრაცია მხოლოდ dvprogram.state.gov-ის ოფიციალურ საიტზე ხდება. საიტზე დარეგისტრირება უფასოა. თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს

საიტზე, რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ და
სტატუსის გაგებას ამ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov-ზე შეძლებთ.

ინფორმაციისთვის რაც უნდა იცოდეთ:

შშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
| Print |