საზოგადოება
11 ოქტომბერს გოგოების საერთაშორისო დღე აღინიშნება
11 ოქტომბერს მსოფლიო გოგოების დღეს აღნიშნავს. 11 ოქტომბერი არ არის მხოლოდ დღე, ეს არის ბრძოლა თანასწორობისა და გოგოების უფლებების დასაცავად მსოფლიოს მასშტაბით.

გოგოების დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. დღის მიზანი - სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული. ესენია - განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სოციალური უფლებების დაცვა, დისკრიმინაციისგან, ძალადობისგან, არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებისგან დაცვა.

ინიციატივა, გოგოების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ კანადაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერდა. რეზოლუციაზე, კანადის მინისტრი ქალთა უფლებების საკითხებში რონა ემბროუზი მუშაობდა.

2011 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გოგოების საერთაშორისო დღის დაწესებას და 2012 წლის 11 ოქტომბრიდან მისი აღნიშვნა დაიწყო.
| Print |