საზოგადოება
ახალციხეში წვევამდელების გაწვევა მიმდინარეობს
ახალციხეში წვევამდელების გაწვევა მიმდინარობს. გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება. საშემოდგომო სეზონზე სამხედრო სამსახურში იწვევენ 18 დან 27 წლამდე კაცებს. ისინი თბილისში გადიან სამედიცინო შემოწმებას.

წვევამდელი, რომლის გაწვევაც არ ექვემდებარება გადავადებას, მისთვის სავალდებულოა სამხედრო სამსახური, რომელიც 12 თვეს შეადგენს.

საშემოდგომო გაწვევა 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და გრძელდება. ხოლო, საგაზაფხულო გაწვევა 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ), სამსახურის გავლის პერიოდში, შეუძლია ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას მას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება, არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური წოდებრივი სარგო შეადგენს 63 ლარს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
| Print |