საზოგადოება
ახალციხის ციხეზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა ახალციხის ციხეზე, გაცნობითი/საკონსულტაციო შეხვედრას გამართა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი რეგიონული პარტნიორების ქსელის შექმნაა, რომელთაც, როგორც ორგანიზაციული, ასევე ინდივიდუალური პროფესიული განვითარებისთვის, კონკრეტულ რესურსებსა და მომსახურებებს შესთავაზებს.

ინსტიტუციური განვითარების ცენტრი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის დინამიკური ჰაბი, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ორგანიზაციული განვითარების ცოდნის, მეთოდოლოგიის, კვლევებისა და რესურსების ფართო სპექტრს სთავაზობს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს იდეების გაცვლას, მსოფლიოში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას და თანასწორ განმანათლებლობას.
| Print |