საზოგადოება
მესტიაში გამართულ ღონისძიებას მესხეთიდან შეუერთდნენ
მესტიაში მსოფლიო სურსათის დღესა და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, ფერმერთა აგრარული ბაზარი და პურისა და ხორბლის გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ახალციხელი მეწარმეებიც იღებდნენ.
გამოფენაზე მესხური ქადის და მესხური ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა.
ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” პარტნიორობით ჩატარდა.
| Print |