საზოგადოება
კელი დეგნანი ახალციხეშია
საქართველო-ამერიკის 30 წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად, კელი დეგნანი რეგიონებში მოგზაურობს. ამერიკის ელჩი ორდღიანი ვიზიტით 24 ოქტომბერს ახალციხეს ეწვია.

შეხვდა ამერიკის კუთხის ბენეფიციარებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, მოინახულა NCDC-ის ახალციხის ოფისი, დაათვალიერა ვეტლაბორატორია და თითქმის სამსაუკუნოვანი სინაგოგა, რომელიც ევროპაში უძველესია.

დეგნანმა აქცენტი შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში კიდევ ბევრი შეხვედრის გამართვა სურს.
| Print |