საზოგადოება
საქართველოში მზის დაბნელება დაფიქსირდა
25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდა, რომელიც გამოჩნა მთელ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში (ინდოეთის ჩათვლით), ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ ციმბირში.
მზის ნაწილობრივი დაბნელება საქართველოში 13:50 საათზე დაიწყო, მაქსიმუმი თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდა, 16:22 საათზე კი მზის დაბნელება დასრულდება. მზის ნაწილობრივი დაბნელების მაქსიმუმის დროს მთვარე მზის ხილული ზედაპირის 58,01% ს დაფარავს.
| Print |