საზოგადოება
სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების აღსაკვეთად კამერები დამონტაჟდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ქალაქის პარკებსა და სკვერებში გახშირდა ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები.

პრობლემის აღსაკვეთად მერმა გუშინ გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება. მისივე თქმით, ასევე იგეგმება სიჩქარის შემზღუდველი კამერების დამონტაჟებაც.
| Print |