საზოგადოება
ტივტივით თევზაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალციხის ტბაზე ტივტივით თევზაობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში თევზაობის ათი მოყვარული იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე პატარა 3 წლის, მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ტბაზე. ტურნირი 10:00 საათზე დაიწყო და 17:00 სთ-ზე დასრულდა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ნომინაციაში - თევზების რაოდენობის, ზომისა და წონის მიხედვით. სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა 5 წარმატებული მეთევზე, რომელთაც სერტიფიკატები გადაეცათ.

გამარჯვებული მეთევზეები არიან:

წონით კატეგორიაში ნიკოლოზ გოგნაძე, რომელმაც ყველაზე მძიმე, ხოლო სერგი მარკოსიანმა ყველაზე დიდი თევზი დაიჭირა.

რაც შეეხება რაოდენობას, ამ შემთხვევაში სამი პრიზიორი გამოვლინდა:

ლუკა ხითარიშვილი - 72 თევზი;

კახა აღდგომელაძე - 24 თევზი;

ალექსანდრე მელიქიძე - 15 ცალი თევზი დაიჭირა.

ტივტივით თევზაობის ტურნირის ორგანიზატორი მიხეილ კაპერსკი იმედოვნებს, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო მასშტაბური გახდება.
| Print |