საზოგადოება
ჯაყელის ბაღი დაინგრევა და ახალი აშენდება - საკრებულოს გადაწყვეტილება

დახეთქილი კედლები, დამსხვრეული მინები, შენობის ყველა ოთახის ფანჯრიდან ამოჭრილი საკვამურები, ჩამონგრეული ღობე - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც 60-მდე პატარას აღმზრდელებთან და ძიძებთან ერთად წლების განმავლობაში ყოფნა უწევდა.
იაძის ქუჩა #40-ში მდებარე საბავშვო ბაღი პირველად 2016 წელს მოექცა მერიის ყურადღების ცენტრში, მაშინ პროექტის შესყიდვაში 36 ათასი ლარი ისე გადაიხადეს, შენობას ექსპერტიზა არ ჩატარებია. დოკუმენტის მიხედვით, შესწავლილი და გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
მოთხოვნილი ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ კოორდინატორმა, თამუნა უჩიძემ, ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია მიმდინარე წლის აპრილში შეიტანა. დოკუმენტს ხელი 360 ადგილობრივმა მოაწერა.
| Print |