საზოგადოება
იწვევს თუ არა თმის გასასწორებელი საშუალებები კიბოს განვითარების რისკს?
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს თმის გასასწორებელი საშუალებების ზემოქმედება ქალების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

11 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები აკვირდებოდნენ 35-74 წლის ასაკის 33,9 ათას ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ექსპერიმენტის პერიოდში 378 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს კიბოს დიანგოზი. მედიკოსების შეფასებით, ქალების 1,64%-ს, რომლებსაც არასოდეს უსარგებლით თმის გასწორების საშუალებებით, 70 წლისთვის განუვითარდათ საშვილოსნოს კიბო. თუმცა, ვინც ამ საშუალებებით სარგებლობდა, რისკი 4,05% შემთხვევაში იყო.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები არ აანალიზებდნენ გარკვეული საშუალებების შემადგენლობას. თუმცა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის არომატიზატორები, პარაბენები და ფტალატები სახიფათო აღმოჩნდა ადამიანის ენდოკრინული სისტემისთვის. აღსანიშნავია, რომ სხვა პროდუქტები, რომლითაც ქალები სარგებლობდნენ კვლევის განმავლობაში, კერძოდ: საღებავები, გამაღიავებლები, მელირების და ქიმიური დახვევის საშუალებები - დაავადების განვითარებაზე არ მოქმედებს.
| Print |