საზოგადოება
ახალციხის მერიამ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 16 სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზეა გამოქვეყნებული.

გთავაზობთ hr.gov.ge -ზე განთავსებული ვაკანსიების ჩამონათვალს:

  • მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი პარაზიტოლოგი - ლაბორანტი, ანაზღაურება – 605 ლარი;

  • მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში, ანაზღაურება – 1 100 ლარი;

  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში, ანაზღაურება – 1 210 ლარი;

  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში, ანაზღაურება – 1 210 ლარი;

  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში, ანაზღაურება – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;

  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სტატისტიკისა და ანალიტიკის საკითხებში, ანაზღაურება – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;

  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლებისა და სპორტული პროგრამების საკითხებში, ანაზღაურება – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;

  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილების ხელმძღვანელი, ანაზღაურება – 1 540 ლარი, შიდა კონკურსი;

  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი, ანაზღაურება – 1 540 ლარი;

  • მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებში, ანაზღაურება – 1 100 ლარი;

  • პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის საკითხებში, ანაზღაურება – 770 ლარი;

  • მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის საკითხებში, ანაზღაურება – 1 100 ლარი;

  • მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში, ანაზღაურება – 990 ლარი;

  • პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში, ანაზღაურება – 770 ლარი;

  • მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში, ანაზღაურება – 1 100 ლარი;

  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, ანაზღაურება – 2 200 ლარი;
| Print |