საზოგადოება
"ბორჯომის წყალმაც უნდა იფიქროს ბორჯომის განვითარებაზე" -ობოლაშვილი

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ბორჯომის წყლის მოსაკრებლის გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით "მეცხრე არხთან" განმარტებას აკეთებს. ანტონ ობოლაშვილის თქმით, სალიცენზიო მოსაკრებელი 2013 წლის შემდეგ არ გაზრდილა.

,,მაშინ ბორჯომი 80 თეთრი ღირდა ახლა კი 1.80 ლარი ღირს. ნახევარ ლიტრიან ბორჯომზე მოსაკრებელი თეთრ ნახევარი გამოდის, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია" - აღნიშნავს ანტონ ობოლაშვილი.

დეპუტატმა ბორჯომის წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონის სიმდიდრესა და სიამაყეს უნდა გავუფრთხილდეთ. შეგახსენებთ, რომ სამცხის დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ბორჯომის წყლის მოსაკრებლის გაზრდაზე დაუსვა შეკითხვა.

ანტონ ობოლაშვილის თქმით, საჭიროა მოსაკრებლის სამჯერ გაზრდა, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტმა ნატურალური წყლის რესურსიდან მეტი სარგებელი მიიღოს.
| Print |