საზოგადოება
"სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებით ლაზარაშვილს თავისი მოსაზრებები აქვს " - ობოლაშვილი

სამცხის დეპუტატი "მეცხრე არხთან" საუბრისას, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის და ახალციხის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციასაც შეეხო.

ანტონ ობოლაშვილმა აღნიშნა, რომ თეატრის რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, რაც შეეხება სამუსიკო სკოლას, დეპუტატი ამბობს, რომ რეგიონული ფონდით და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო მისი აღდგენა, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს თავისი მოსაზრებები აქვს და პროექტი დამუშავების პროცესშია.

ანტონ ობოლაშვილმა სამუსიკო სკოლის შენობის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმთავრესია მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე სამცხის დეპუტატმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს რამდენჯერმე დაუსვა შეკითხვა.
| Print |