საზოგადოება
იგეგმება სასმელი წყლის 24 საათიან რეჟიმში მიწოდება - ანტონ ობოლაშვილი

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი სამცხე-ჯავახეთში სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. მან "მეცხრე არხთან" განმარტა, რომ პროექტი დამტკიცებულია და ელოდება აღსრულებას.

ობოლაშვილის თქმით, წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია 520 მილიონი ლარი, აქედან დაახლოებით 197 მილიონი იხარჯება სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში პროექტით გათვალისწინებულია ბორჯომის, ბაკურიანის, ვალის და ახალციხის წყალმომარაგების პროექტები.

დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული პროექტები სამწუხაროდ კონტრაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისიერების გამო გაგრძელდა და არ სრულდება. მოსახლეობისთვის კი ძალიან რთულად ასახსნელია რატომ იწელება და რატომ ვერ სრულდება დაპირება.

სამცხის მაჟორიტარმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონში იგეგმება სასმელი წყლის გაყვანა, წყლის მილების რეაბილიტაცია და მოსახლეობისთვის წყლის 24 საათიან რეჟიმში მიწოდება.
| Print |