საზოგადოება
დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია
დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“.

ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება.

გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს, 2050 წელს კი - 9.7 მილიარდამდე. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდ ადამიანს, 2080-იან წლებში მიაღწევს.
| Print |